გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კვერნაძის მსურველთა გეოგრაფია იზრდება

გააზიარეთ

სერიას A-ს სალაპარაკო თემა ფროზინონეს ქართველი გარემარბი გიორგი კვერნაძეა, რომელსაც აპენინელებმა „ახალი კვარა“ შეარქვეს. დღეს იტალიაში ახალი ტური იწყება, მაგრამ შუა კვირაში ერთიც მოასწრეს, სადაც კვერნაძემ გაილაღა – მოპოვებული პენალტი, ორი საგოლე პასი ლეჩესთან (5:1) და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული.

კვერნაძის მიმართ ინტერესი იზრდება. 23 წლის ქართველი რამდენიმე კლუბის სამიზნეშია: იტალიაში რომა და ნაპოლი უყურებს; ინგლისის პრემიერლიგაში –კრისტალ პალასი, ევერტონი და ჰალი; საფრანგეთში – მონაკო.

კვერნაძემ სეზონი შთამბეჭადავად დაიწყო – ცხრა მატჩში სამი გოლი და სამი საგოლე პასი აქვს. თავად ფროზინონეს კი, 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა, რაც პატარა, მოკრძალებული გუნდისთვის მშვენიერი შედეგია.

ვნახოთ, როგორ განვითარდება კვერნაძის კარიერა…

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები