გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ბლესამ იტალიაში დებიუტი გოლით აღნიშნა

გააზიარეთ

იტალიის სერია B-ს პირველ ტურში ჩეზენამ პესკარა 3:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის თავი გამოიჩინა 24 წლის ესპანელმა ფორვარდმა ჯალენ ბლესამაც, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო.

ბლესა გასული სეზონის პირველ ნახევარს ბათუმის დინამოს რიგებში ატარებდა, სადაც ბომბარდირობისთვისაც იბრძოდა.

რამდენიმე თვის წინ მან იტალიურ ჩეზენას მიაშურა და ახალი გუნდის მაისურით უკვე პირველი შედეგიანი მატჩიც ჩაატარა.

ცნობისთვის, ბლესამ ბათუმის დინამოს მაისურით 12 შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი