გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

კობიაშვილი: ჭიაბრიშვილს ვერ გაუგია მწვრთნელია თუ ექსპერტი

გააზიარეთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა იუთუბ გადაცემა „ლაი ლაიში“ მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი გააკრიტიკა.

ჭიაბრიშვილი აცხადებდა:

“ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატია, ძალიან დაბალი დონის და ხარისხის თამაშები გვაქვს, ჩემი გუნდიც, ყველა, მე პირველ რიგში ჩემს გუნდზე ვიტყვი. ეს ესე არ ვითარდება.

ეს ერთ დონეზე ვერაფრით ვერ გაჩერდება, იმიტომ, რომ ყოველ წელს უარესი არის. ვისაც ეხება ეს, სახელმწიფომ, ფეხბურთის ფედერაციამ, კლუბებმა ყველამ ერთად უნდა მოილაპარაკოს რაღაცა, რომ ამას ეშველოს.”

კობიაშვილმა კი ასე უპასუხა:

“გია ჭიაბრიშვილი საუბრობდა, გაუგებარია. რაღაცეებში თვითონაც ვერ ჩამოყალიბდა ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი. ისეთ რაღაცეებს საუბრობს, რომ სისულელე მგონია. თურმე არ იცის ვის ეხება ყველაფერი და თურმე ფედერაცია, სახელმწიფო უნდა დაჯდეს და ჩემპიონატის დონე აამაღლოს. გვეუბნება, რომ ჩემპიონატის დონე არის ძაან დაბალი. ვიცით რომ დაბალია, კი ბატონო. ჩემპიონატის დონე ვინ უნდა აამაღლოს, ანუ ფედერაციამ და მე უნდა ვიზრუნოთ, როცა ფეხბურთელს შენ ირჩევ, მოგყავს, შენ ათამაშებ. ვინ უნდა აწიოს? მე უნდა ავწიო მისი გუნდის მომზადების ხარისხი?

გაუგებარია რას ლაპარაკობს. ამას საუბრობს ადამიანი, რომლისგანაც მოლოდინი გაქვს, რომ ხელს დაატყობს გუნდს. ეს ადამიანი ბევრ სხვა გუნდებში იყო, ევროტურნირებიც აქ ნათამაშები… აღარ ვიტყვი, მისი გუნდები ვინ გამოაგდო, ან რა ეტაპები აქვს გავლილი.

რისი თქმა უნდა, რომ, ესტონეთის მთავრობა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზის და ჩემპიონატის დონის აწევაზე საუბრობენ?! გამოსავალი ეძებოს საკუთარ თავში და თქვას, როგორ აპირებს საკუთარი გუნდის თამაშის ხარისხი აწიოს.

ახლა ვინმე თუ მეტყვის რომ ესტონეთს, ფარერებს და სხვა ქვეყნებს თუ უკეთესი მოედნები და შეფუთვა აქვს და ეს უნდა დაგვაჯეროს, არ ვიცი, მგონია რომ ვიღაც მავნებლობს.”

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი