გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

ბოლნისის სიონი საქართველოს თასის მერვედფინალში გავიდა

გააზიარეთ

დღეს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. ეროვნული ლიგა 2-ს წარმომადგენელი ბოლნისის სიონი მესამე ლიგის კლუბს, თბილისი 2025-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 იმარჯვა.

მატჩი აქტიურად დაიწყო და უკვე მე-7 წუთზე ლუკა ჩაგანავამ სიონი დააწინაურა. თბილისელებმა გათანაბრება მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე იაგო დეისაძის გოლით მოახერხეს. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა და საქმე დამატებით დროში გადავიდა.

99-ე წუთზე მიხეილ კოჩაკიძემ თბილისი 2025 წინ გაიყვანა, თუმცა ბოლნისელებმა მალევე შეძლეს საპასუხო რეაგირება. 106-ე წუთზე დათა სიჭინავამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 118-ე წუთზე კვლავ სიჭინავამ გაიტანა და სიონს მერვედფინალის საგზური მოუპოვა.

ბოლნისის სიონის მეტოქე თასის მომდევნო ეტაპზე ბათუმის დინამო იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი