გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

თასის ფინალში რუსთავს ბათუმი შეუწყვილდა

გააზიარეთ

საქართველოს თასზე მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რის შემდეგაც გაირკვა თუ ვინ ითამაშებს სატიტულო ჯახში.

დინამო (ბთ)-დილა 2:1

ბათუმი. ბათუმი არენა

0:1 შეყილაძე (31); 1:1 კარლსონი (49); 2:1 მაურიდისი (57); 3:1 იმრანი (83)

ბათუმის დინამომ საკუთარ მოედანზე გორის დილა 3:1 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

არადა, პირველი ტაიმი გორელებმა მოიგეს – შოთა შეყილაძემ 31-ე წუთზე გაიტანა. თუმცა, მეორე ტაიმი დინამომ აქტიურად დაიწყო რამაც შედეგი გამოიღო: 49-ე წუთზე ანგარიში ლუქსემბურგელმა ცენტრალურმა მცველმა დირკ კარლსონმა გაათანაბრა; მალევე მაურიდისმა ზღვისპირელები წინ გაიყვანა; საბოლოო წერტილი ულად ომარი იმნარმა დასვა – მაროკოელმა 83-ე წუთზე გაიტანა და 3:1.

საქართველოს თასის ფინალში ბათუმის დინამოს მეტოქე გაგრა იქნება, რომელმაც ნახევარფინალში რუსთავს სძლია.

საქართველოს თასის გამარჯვებული მომავალ წელს საქართველოს ევროტურნირებზე წარადგენს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი