გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

ნახევარფინალისტები ცნობილია, მეოთხედფინალისტი უცნობი

გააზიარეთ

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის სამი ნახევარფინალისტი ცნობილია. აი, მეოთხეს გარკვევას კი, ჯერ მერვედფინალის სჭირდება.

საქმე ის არის, რომ სამტრედია-იბერია 1999-ის მატჩი გადადებულია. ამ წყვილში გამარჯვებული ჯერ მეოთხედფინალში უნდა ეთამაშოს რუსთავს, იქ უმჯობესი კი, ნახევარფინალში უკვე გასულ გაგრას.

გაგრელებს ნახევარფინალში გასვლა გაუჭირდათ. დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე მეორე ლიგელი არაგვი 11-მეტრიანების სერიაში დაამარცხა. მანამდე გუნდებს გოლი არ გაუტანიათ.

კიდევ ორი ნახევარფინალისტის გამოსავლენად საჭირო დამატებითი დრო გახდა:

გორის დილამ წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა. მასპინძლები ტაიმის ბოლო ალიუნე ტალის გოლით დაწინაურდნენ. თუმცა, მეორე ტაიმში ნიკო ცეცხლაძემ გაქვითა. საქმე აქაც პენალტებამდე მიდიოდა, მაგრამ ზედ მსაჯის სასტვენის წინ გიორგი კობახიძის გოლი და 2:1.

დილა ფინალში გასასვლელად ბათუმის დინამოს დაუპირისპირდება. ზღვისპირელები მეოთხედფინალში ქუთაისის ტორპედოს ესტუმრნენ და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ასევე დამატებით დროში 4:2 აჯობეს.

დინამო უერდი მარამ პენალტით დააწინაურა. თუმცა, პირველივე ტაიმში კომნენ ანდრიჩისა და დიეგო დეისაძის გოლებით წინ უკვე ტორპედო იყო. 77-ე წუთზე ომარ იმრანის გოლით თამაში დამატებით დროში გადავიდა. იქ კი, ტორპედოს ჯერ დავით ბუკია გაუძევეს, შემდეგ ისევ პენალტი და მარას დუბლი, ხოლო ბოლოს უკვე მაურიდესის გოლი და თამაშიც მორჩა.

როდის გაიმართება ნახევარფინალები, ჯერ უცნობია. მანამდე გუნდებს ორი ეტაპი აქვთ გადასალახი: მერვედფინალური მატჩი სამტრედიასა და იბერიას შორის 2 სექტემბერს, სამტრედიაში გაიმართება. უცნობია ამ წყვილში გამარჯვებულისა და რუსთავის ბოლო მეოთხედფინალური ჯახის თარიღიც.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი