გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ბოლოს მხოლოდ ჩემი ფილოსოფია შემორჩა – დემჩენკო

გააზიარეთ

ანდრეი დემჩენკო ქართულ ფეხბურთში პირველად 2021 წელს გამოჩნდა, როცა გორის დილა ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა კონფერენსლიგის მესამე ეტაპამდე მიაღწია, რაც ბოლო წლების ევროპულ ასპარეზზე ერთ-ერთ გამორჩეულ შედეგად დარჩა.

შემდეგი გამოწვევა ბათუმის დინამო იყო. დემჩენკომ გია გეგუჩაძის მიერ დატოვებული გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა, თუმცა 2024 წლის ოქტომბერში კლუბმა მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

ამჟამად 47 წლის სპეციალისტი ყაზახეთში ჟენისს ავარჯიშებს. აუტსაიდერის სტატუსით ჩაბარებული კლუბი უკვე 10 ტურია არ დამარცხებულა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციას იკავებს.

ანდრეი დემჩენკომ Lelo.ge-თან ინტერვიუში ბათუმის დინამოში გატარებული დრო გაიხსენა.

„მხოლოდ ფილოსოფია საკმარისი არ არის“

„ფეხბურთში წარმატებას ოთხი საყრდენი ქმნის – ფინანსური სტაბილურობა, მწვრთნელის ხედვა, სწორად აწყობილი სელექცია და ჯანსაღი ატმოსფერო გასახდელში. როცა ეს ყველაფერი ერთიანდება, შედეგიც გარანტირებულია,“ – ამბობს დემჩენკო.

„გეგუჩაძის დამსახურება დიდია“

„ჩემი ჩამოსვლისას ბათუმში უკვე მზადყოფნაში მყოფი გუნდი დამხვდა. გია გეგუჩაძემ კარგი საფუძველი შექმნა, მე კი ის საქმე ბოლომდე მივიყვანე და ჩემპიონობა მოვიპოვეთ. სწორედ ამის შემდეგ დამასახელეს წლის მწვრთნელადაც. სამწუხაროდ, მალე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა,“ – იხსენებს სპეციალისტი.

 „ფინანსურმა კრიზისმა გუნდი დაშალა“

„ბიუჯეტის პრობლემების გამო გუნდიდან ერთდროულად 15–17 ფეხბურთელი წავიდა. მათ შორის ყველა ლიდერი – ფლამარიონი, ზარია, ღუდუშაური… ცოტა ხანს დარჩნენ მამუჩაშვილი და წიტაიშვილი, მაგრამ პროცესის შეჩერება შეუძლებელი გახდა. სელექციაშიც ჩავარდნა გვქონდა – ზოგი მოვიდა, მაგრამ მნიშვნელოვანი სამიზნეები ვერ დავიყოლიეთ. ფაქტობრივად, იმ ოთხივე საყრდენიდან მხოლოდ ჩემი ფილოსოფია შემორჩა,“ – განმარტავს უკრაინელი.

მისივე თქმით, სატრანსფერო შეზღუდვამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა:

„მოგეხსენებათ, ტრანსფერებზე აკრძალვა გვქონდა. დროებით შევაჩერეთ მამუჩაშვილიც და წიტაიშვილიც…  დილადან თევზაძე მოვიყვანე და ძოწენიძეც მინდოდა, მაგრამ ეს ტრანსფერი ვერ შედგა,“ – ამბობს დემჩენკო.

წყარო: lelo.ge

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი