გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ჩაბი ალონსო: როდრიგოსთან უკვე ვისაუბრე

გააზიარეთ

ჩაბი ალონსოს მოსვლის შემდეგ მადრიდის რეალში ბევრი რამ შეიცვალა, ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი კი როდრიგო გოეშის როლი და მომავალია.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სათამაშო დრო მინიმალურად მიიღო, ეს ტენდენცია კი ლა ლიგაშიც გაგრძელდა – ჯერჯერობით, როდრიგო ესპანელი სპეციალისტის გეგმებში არ შედის.

ამ ყველაფრის შემყურე, როდრიგოს სამეფო კლუბში თავისი შესაძლებლობების დამტკიცება კი სურს, თუმცა, პარალელურად, რეალის დატოვებაზეც ფიქრობს, მსურველები კი არ აკლია – ყველაზე დიდ ინტერესს მის მიმართ მანჩესტერ სიტი იჩენს.

რეალის თავკაცი კი პრესკონფერენციებზე ორაზროვან განცხადებებს აკეთებს – ალონსოს თქმით, მას როდრიგოს დარჩენა სურს, თუმცა სათამაშო დროით მაინც არ ანებივრებს:

ჩემთვის სეზონი ახლა იწყება, წინ დიდი დროა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დროს განსხვავებული კონტექსტი იყო.

როდრიგოსთან უკვე ვისაუბრე, ისევე როგორც ყველა სხვა ჩემს ფეხბურთელთან”, – განაცხადა ალონსომ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები