გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ბორჯომი VS ორბი – თამაშის შემდგომი კომენტარები

გააზიარეთ

მესამე ლიგის მე-16 ტურში ორბიმ სტუმრად ბორჯომი 2-0 დაამარცხა.

ანაგარიში გიორგი თოფურიას გოლით პირველი ტაიმის კომპენსირებულ მესამე წუთზე გაიხსნა. 57-ე წუთზე კი ზუკა ქავთარაძემ თოფურიას გადაცემით სხვაობა ორამდე გაზარდა.

თამაშის შემდეგ ზუკა ქავთარაძემ და დაჩი მერკვილაძემ კომენატარები გააკეთეს.

ორივე ფეხბურთელი სელეროს აკადემიის აღზრდილია. შეგახსენებთ, რომ სელერო ორბის თანამფლობელი გახდა…

ორივე მოთამაშე საყრდენი ნახევარმცველია, ქავთარაძე 18 წლის არის, მერკვილაძე კი ახლახანს გახდა 16-ს.

გთავაზობთ თამაშის შემდგომ კომენტარებს:

ზუკა ქავთარაძე:

“ძალაინ დაძაბული თამაში გამოდგა. კარგია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ, მნიშვნელოვანი იყო. ჩემს გოლს რაც შეეხება, ძალაინ გამიხარდა.  გუნდმა ძალები მოიკრიბა და ბოლომდე მიიყვანა საქმე.

შემდეგი თამაში თბილისში, ბახმაროსთან გვაქვს და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.”

დაჩი მერკვილაძე:

“პირველ რიგში დიდ მადლობას ვუხდი მთავარ მწვფრთნელს, დავით დიღმელაშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს გამოცხადებული ნდობისთვის. აქამდე პროფესიონალურ დონეზე თამაში არ ჩამიტარებია და ამ ყველაფრის გამო ეს დღე ჩემთვის ემოციური იყო.

გამიხარდა გუნდის მოგება. გულშემატკივარს ვპირდები, რომ ორბის მაისურით მაქსიმალური თავდადებით დავიხარჯები.

ორბის დიდ ოჯახში შებიჯებისას ვნერვიულობდი, მაგრამ ბიჭები დამეხმარნენ ადაპტაციაში და როგორც პატარა ძმა ისე მიმიღეს.”

ორბი ამ დროისთვის ლიგა სამში მერვე ადგილზე იმყოფება 24 ქულით, თუმცა სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა და შესაძლებელია, რომ გუნდმა უფრო მაღალი ადგილებისთვის იბრძოლოს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი