გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში დაწინაურდა

გააზიარეთ

2025 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების წინ ინტრიგა უფრო და უფრო იზრდება. ბუკმეიქერების შეფასებით, უკვე გამოიკვეთა ის ფეხბურთელები, რომლებიც პრიზისთვის რეალურ ბრძოლას აწარმოებენ.

ფავორიტთა შორის უდიდესი უპირატესობით უსმან დემბელე სახელდება. მის გამარჯვებას 80%-იანი შანსი აქვს მინიჭებული. მეორე პოზიციაზე ლამინე იამალი დგას (25%), ხოლო სამეულს მოჰამედ სალაჰი ასრულებს, რომლის შესაძლებლობები 6%-ით ფასდება.

შემდეგ ადგილებზე არიან რაფინია (5%) და ჩელსის ახალგაზრდა ვარსკვლავი კოული პალმერი (2.9%). განსაკუთრებული ყურადღება იმ ფაქტს ექცევა, რომ რეიტინგში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც. ქართველი ფეხბურთელი 4.76%-ით სიის მეექვსე პოზიციას კილიან მბაპესთან (1.9%) ერთად იყოფს.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია ბოლო პერიოდში საგრძნობლად დაწინაურდა და უკვე მსოფლიოს საუკეთესოებთან ერთად მოიაზრება.

ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება და სწორედ მაშინ გაირკვევა, ვინ დაეუფლება 2025 წლის ოქროს ბურთს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები