გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

შეთავაზება ლა ლიგიდან! – მიქაუტაძეს ესპანეთში იწვევენ

გააზიარეთ

მას შემდეგ, რაც ლიონმა ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა და ფინანსური ვალდებულებები მეტ-ნაკლებად გაისტუმრა, გიორგი მიქაუტაძის გაყიდვა განხილული აღარ იყო. მეტიც, გიორგი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებოდა.

სიტუაცია გუშინდელმა გავრცელებულმა ინფორმაციამ შეცვალა, რომლის თანახმადაც, ფრანგულ გუნდს კვლავ აქვს გარკვეული ფინანსური ხარვეზები და შესაძლოა, მიქაუტაძის გაყიდვა მაინც მოუწიოს.

დღეს კი ბელგიელი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი იტყობინება, რომ ლიონმა მიქაუტაძის თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება ლა ლიგიდან მიიღო. კერძოდ, მიქაუტაძის ყიდვით ვილიარეალია დაინტერესებული.

ჯერჯერობით, მედიაში შეთავაზების ზუსტი ოდენობა არ გაჟღერებულა. ასევე არაა ცნობილი, თანახმაა თუ არა მიქაუტაძე ლა ლიგაში გადასვლაზე.

ერთი რამ კი ცხადია – გიორგის მომავალი ლიონში ისეთი გარანტირებული არაა, როგორიც რამდენიმე დღის წინ ჩანდა. სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, გამორიცხული კი არაფერია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები