გამოგვიწერეთ

ნაკრები

ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ფინალი წააგეს

გააზიარეთ

მოხდა ის, რაც 2017 წლის შემდეგ არ მომხდარა – რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი საქართველომ წააგო. ჩვენი გუნდი პორტუგალიასთან თითქმის მთელი თამაში იგებდა, მაგრამ ძალიან ცუდი მეორე ტაიმი ჩაატარა და 17:19 დამარცხდა.

თამაში არეულად დაიწყო. იყო შეცდომები ორივე მხრიდან. პორტუგალიელებმა ჯარიმაც კი გააცუდეს. საქართველო კი, ჯარიმებს კარში არ ურტყამდა, აუტში გადაჰქონდა და ლელოზე თამაშობდა. თუმცა, პორტუგალია თავს კარგად იცავდა და მათი ჩათვლის მოედანში შესვლას არ გვანებებდა.

პორტუგალიამ მეორე ჯარიმაც გააცუდა, მაგრამ დაცვაში უხეშ თამაშს აგრძელებდა და 25-ე წუთზე რიცხობრივი უპირატესობა მივიღეთ, რაც ილია სპანდერაშვილმა წამებში ლელო აქცია. თედო აბჟანდაძის მახვილი კუთხიდან გარდასახვა გაუცუდდა.

როგორც კი მოედანზე თანაფარდობა აღსდგა, პორტუგალიამ ჯარიმა გაგვიტანა, მაგრამ მეტოქე ძალისმიერ თამაშში ძალიან დავჩაგრეთ და ზედ ტაიმის ბოლოს პირინეელებს კიდევ ერთი მორაგბე გაუსინბინეს, რასაც იქვე თორნიკე ჯალაღონიას ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა მოჰყვა. საქართველომ ტაიმი 12:3 მოიგო.

მეორე ტაიმი ცუდად დავიწყეთ. შეცდომებიც ბევრი გვქონდა და კაცნაკლული პორტუგალია გვიტევდა. მართალია, მეტოქემ ლელო ვერ დაგვიდო, მაგრამ ჯარიმით სხვაობა ექვს ქულამდე შეამცირა.

შეცდომებით თამაში გავაგრძელეთ, მაგრამ პორტუგალიამ ჯარიმა კიდევ ერთი ჯარიმა ააცილა. თუმცა, მე-60 წუთზე უკვე ზუსტად შეასრულა და სხვაობა სამ ქულამდე დაიყვანა.

გამარჯვება საფრთხის წინაშე დადგა. თუმცა, ჩვენმა გუნდმა 67-ე წუთზე ბექა გორგაძის ლელოთი სხვაობა გაზარდა. ზედიზედ მეცხრე ტიტულამდე 13 წუთი რჩებოდა.

პორტუგალია არ დანებდა, კიდევ ერთი ჯარიმა და სხვაობა ხუთ ქულაა. საქმე იმანაც გაართულა, რომ მატჩის დასრულებამდე ცხრა წუთით ადრე ოთარ მეტრეველი გაგვისინბინეს. პორტუგალიელებმა გააფრთრებით შემოგვიტიეს და შვიდი წუთით ადრე ჩვენი ჩათვლის მოედანშე შევიდნენ და ანგარიში გაათანაბრეს. გარდასახვა ზუსტი იყო და პორტუგალია ორი ქულით წინ გავიდა.

საქართველომ მოსაგებად შეუტია, მაგრამ მეტოქემ თავი კარგად დაიცვა და თასი პორტუგალიაში წაიღო.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები