გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

გაგრა სერბულ რელსებზე შედგა

გააზიარეთ

საფეხბურთო კლუბ გაგრას ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ეროვნულ ლიგაში კიდევ ერთი უცხოელი სპეციალისტი ცდის ბედს და ის ჟელკო ლიუბენოვიჩი იქნება.

სერბი სპეციალისტი დიდი გამოცდილებით დაიკვეხნისო ვერ ვიტყვით. სხვადასხვა დროს მას უკრაინაში, კერძოდ ლიგანსკის ზარიაში, ასევე სერბულ ჟელეზნიჩარსა და რადნიჩკიში უმუშავია, ოღონდ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ.

რაც შეეხება დამოუკიდებელ სამწვრთნელო საქმიანობას, 2023 წელს  ჟელკო ლიუბენოვიჩის პირველი გუნდი უკრაინული მინაი გახლდათ, შემდეგ კი პოლტავის ვორსკლას ავარჯიშებდა.

საქართველოში კი სერბი სპეციალისტი გაგრას ჩაიბარებს. აღნიშნულ თანამდებობაზე მან გიორგი ონიანი შეცვალა, რომელიც გუნდს არაერთი წლის მანძილზე წრთვნიდა.

კლუბის ხელმძღვანელებმა ახალი მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებს უკვე წარუდგინეს და მანაც პირველი ვარჯიში უკვე გამართა. ეროვნულ ლიგაში სერბი მწვრთნელის დებიუტი 21 ოქტომბერს შედგება, როდესაც გაგრა სტუმრად გორის დილას დაუპირისპირდება.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი