გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

განაცხადებში და განაცხადს მიღმა

გააზიარეთ

ინგლისის პრემიერლიგაში ლივერპულმა ბოლო ადგილზე მყოფ ვულვზს უმასპინძლა და 2:1 მოუგო.

მერსისაიდელებმა ამ გამარჯვების შემდეგ თავი 32 ქულას მოუყარეს და ოთხეულში შესვლა მოახერხეს. ლივერპული მომდევნო ტურში ლიდსთან მატჩი ელის.

გიორგი მამარდაშვილი ისევ სათადარიგო სკამზე დარჩა და ლივერპულის კარს ალისონი იცავდა.

სათადარიგოთა შორის იყოს ტორინოს მცველი საბა საზონოვი, ხოლო მისმა გუნდმა იტალიის სერია A-ში შინ, კალიარისთან 1:2 წააგო.

განაცხადში არ ყოფილა უდინეზეს მცველი საბა გოგლიჩიძე. ჩვენებურის გუნდი კი, შინ, 1:1 ლაციოს ეთამაშა.

უდინეზეს 22 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა, ხოლო ტორინოს 20 ქულა აქვს და მე-13 პოზიციაზეა.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები