გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

განსაკუთრებული სამშობლოში დაბრუნდა

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი ტური ლისაბონის ბენფიკამ საშინლად დაიწყო – სრულიად სენსაციურად, პორტუგალიელები ყარაბაღთან 2-3 დამარცხდნენ, რასაც გუნდის მთავარი მწვრთნელის, ბრუნო ლაჟის სკამიც შეეწირა.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ დედაქალაქელები ბრუნო ლაჟის შემცვლელად ამჟამად უმუშევარ ჟოზე მოურინიოს განიხილავენ. როგორც ირკვევა, ლისაბონელებმა განსაკუთრებულთან მოლაპარაკებები დაიწყეს, ბენფიკას ჩაბარებაზე თანახმაა მოურინიოც, რომელსაც მუშაობის გაგრძელება რაც შეიძლება მალე სურს.

მოურინიო ბოლოს სტამბოლის ფენერბახჩეს წვრთნიდა, თუმცა სწორედ ბენფიკასთან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში განცდილი მარცხის შემდგომ ის თურქულმა გუნდმა გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ მოურინიო კარიერის საწყის ეტაპზე სამშობლოში მუშაობდა, თუმცა არა ბენფიკაში, არამედ პორტოში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები