გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ვინ აპატიებდა – ყარაბახმა ბრუნო შეიწირა

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წლების სეზონი სენსაციურად დაიწყო, არადა ლისაბონის ბენფიკას გულშემატკივრები ყარაბახთან მატჩის მე-16 წუთზე ალბათ ფიქრობდნენ, რომ მათ საყვარელ გუნდს მეტოქე ბრდღვნად არ ეყოფოდა.

ლისაბონურ გრანდს მატჩის სტარტი ცუდს ნამდვილად არაფერს უქადდა და საწყის 16 წუთში სტუმრებს 2:0 უგებდნენ, თუმცა აზერბაიჯანულმა გუნდმა სასწაული მოახდინა და ბენფიკას 3:2 აჯობა.

ცხადია, ასეთ კრახს „არწივების“ მთავარ მწვრთნელს არავინ აპატიებდა და გუნდის ბოსებმაც ბრუნო ლაჟე თანამდებობიდან დაითხოვეს.

ბენფიკას პრეზიდენტმა, ახლო წარსულში გამოჩენილმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა რუი კოშტამ საზოგადოებას აცნობა, რომ სულ მალე გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. მოარული ხმები ჟოზე მოურინიოზე საუბრობენ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თურქული ფენერბახჩედან გაშვების შემდეგ უმუშევარია.

ბრუნო ლაჟემ ბენფიკა 2024 წელს მეორედ ჩაობარა და ქვეყნის თასის მოიგო, მანამდე კი 2019 წელს მან ბეფიკა პორტუგალიის ჩემპიონი გახადა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი