გამოგვიწერეთ

კრივი

გარანტირებული მედალი და უკეთესის მოლოდინში

გააზიარეთ

ინგლისის ქალაქ ლივერპულში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კრივში ლაშა გურული ნახევარფინალში გავიდა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ქართველ მოკრივეს გარანტირებული მედალი ჯიბეში უდევს.

რუსთავის მკვიდრმა 1/4 ფინალში ინდოელი აბჰინაშ ჯანვალი დაამარცხა და საუკეთესო ოთხეულში მოხვდა, რითიც ბრინჯაოს მედალი უკვე გაინაღდა.

ლაშა გურულის კოლექციაში მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედალი ისედაც მოიძებნება. ქართველმა მოკრივემ ამის გაკეთება 2021 და 2023 წლების პლანეტის პირველობებზე შეძლო, ახლა კი უკეთესი სინჯის დროა და საამისოდ მას ნახევარფინალში უზბეკი ასადჯუხა მუიდინხუჯაევის დამარცხება მართებს.

ქართველი და უზბეკი მოკრივეების ჩხუბი 12 სექტემბერს გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კრივი

  • 17 წლამდე მოკრივეთა ხუთი მედალი

    გააზიარეთ17 წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც კინბაუმი (გერმანია) მასპინძლობდა, 29 ქვეყნის მოკრივეთა შორის 15...

  • ოქროს აკაკი და ლუკა

    გააზიარეთჩეხეთში სხვასადსხვა ასაკობრივ კატეგორიაში კრივში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც დიდებულად ჩხუბობენ ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენები....

  • გურული რინგზე ხელმა აღარ გაუშვა

    გააზიარეთლაშა გურული მსოფლიო ჩემპიონატზე ოდენ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ცხადია, ასეთი დონის ტურნირზე ნებისმიერი სინჯის...

  • გურულის მორიგი ტრიუმფი

    გააზიარეთლივერპულში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ლაშა გურულმა კიდევ ერთი მნიშნელოვანი გამარჯვება მოიპოვა....