გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

გვიდოს დასკვნა – კვერნაძე უფრო მაღალ დონეს იმსახურებს

გააზიარეთ

გვიდო ანგელოცი ის კაცია, რომელიც ერთი ხანობა იტალიური  ფროზინონეს პრეზიდენტი გახლდათ და მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს გუნდში გიორგი კვერნაძე მივიდა.

ახლა იტალიელი საფეხბურთო ფუნქციონერი კალიარის სპორტული დირექტორია, ხოლო მისი ყოფილი და ამჟამინდელი გუნდები ერთმანეთს თასის გათამაშებაში უნდა დაუპირისპირდნენ.

ჰოდა, იქაურმა მედიამაც ანგელოცის მოახლოებულ მატჩზეც და სხვა საკითხებზეც რამდენიმე კითხვა დაუსვა, ჩვენთვის საინტერესო კი მისი კვერნაძეზე ნათქვამი სიტყვებია.

„გიორგი კვერნაძეს რაღაც განსაკუთრებული აქვს. კონკრეტულად რა ვერ გეტყვით, მაგრამ უდავოდ ნიჭიერია და მასზეც იმიტომ არის მოთხოვნა. ის იმ დონის ფეხბურთელია, რომ სერია A-ში თამაშს იმსახურებს. ალბათ ადრე თუ გვიან ასეც მოხდება“ – თქვა გვიდო ანგელოციმ.

შეგახსენებთ, ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გიორგი კვერნაძეზე  თითქოს იყო მოთხოვნა და მას სერია A-ს რამდენიმე გუნდს უკავშირებდნენ, თუმცა გარიგება არ ან ვერ შედგა. ახალგაზრდა ქართველ ფორვარდს ფროზინონესთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი