გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი მე-11 და ჯამში 25

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ჯგუფის მეორე ტურში ესპანური ვილარეალი შინ ტურინის იუვენტუსს დაუზავდა – 2:2.

მატჩში ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გახსნა და გახდა მე-11 ქართველი, ვისაც ჩემპიონთა ლიგაში გოლი გაუტანია. მთლიანობაში კი, ეს 25-ე ქართული გოლია ევროპის ყველაზე პრესტიჟლ ტურნირზე.

ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა – 6; მის შემდეგ მოდიან: კახა კალაძე, გიორგი დემეტრაძე და ლევან კობიაშვილი 3-3 გოლი; ალექსანდრე ჩივაძეს, ვლადიმერ გუცაევსა და დავით ყიფიანს 2-2 გოლი გაუტანიათ; რამაზ შენგელიას, მიხეილ აშვეთიას, ოთარ კიტეიშვილისა და გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე თითო გოლია.

ისიც ვთქვათ, რომ ამ ფეხბურთელებიდან კვარაცხელია და მიქაუტაძე ტურნირზე კიდევ თამაშობენ, ისევე როგორც გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი ზარია. შესაბამისად, დიდია ალბათობა გოლების რაოდენობაც გაიზარდოს, პლუს არის შანსი გამტანი ფეხბურთელებიც დაგვემატნონ.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები