გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძის ისტორიული გოლი

გააზიარეთ

გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კარიერის პირველი გოლი გაიტანა. ევილიარეალის ქართველმა ფორვარდმა ტურინში იუვენტუსის წინააღმდეგ თავი გამოიჩინა და თავისი გუნდი პირველ ტაიმში წინაც გაიყვანა. ნიკოლა პეპეს გადაცემის შემდეგ მიქაუტაძემ მეკარესთან პირისპირ ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარში უპირატესობა იტალიელებმა დაიბრუნეს. ფედერიკო გატიმ სანახაობრივი მაკრატელა დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, მალევე კი ფრანსისკო კონსეისაომ იუვენტუსი დაწინაურა. ვილიარეალი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და შეხვედრის მიწურულს გიორგი მიქაუტაძეც შეცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ ტურინელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, დამატებულ დროში რენატო ვეიგამ მეტოქის კარი მაინც აიღო და საბოლოო ანგარიში 2:2 დაფიქსირდა.

ეს იყო მიქაუტაძის პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე. ქართველის თამაში 7.4 ქულით შეფასდა. საერთო ჯამში, ვილიარეალის მაისურით მას უკვე ექვს შეხვედრაში ორი გოლი და ერთი საგოლე პასი აქვს.

ესპანელებს ჯგუფში ერთი ქულა უგროვდებათ და შემდეგ ტურში მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდებიან. იუვენტუსს ორი ქულა აქვს და 22 ოქტომბერს რეალს ესტუმრება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები