გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

თელავის 20 წლის მეკარე არაბეთში ითამაშებს

გააზიარეთ

საფეხბურთო კლუბ თელავის ახალგაზრდა მეკარე, 20 წლის დავით იობაშვილი უცხოეთში გადაბარგდა. ქართველი მეკარე იჯარის წესით არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბ ალ რამშში ითამაშებს.

იობაშვილი საფეხბურთო კარიერის საწყის ეტაპს იბერიის და დინამო თბილისის კადემიებში გადიოდა, პროფესიონალურ დონეზე კი ვიტ ჯორჯიასა და შემდეგ თელავის შემადგენლობაში ასპარეზობდა.

ალ რამშში გადასვლის შემდეგ იობაშვილი გახდება მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც საამიროების ჩემპიონატში უთამაშია. მანამდე იქ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი, თორნიკე ოქრიაშვილი გამოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ ტრანსფერი პორტუგალიური საფეხბურთო სააგენტოს Unik Sport-ს და Nomad Sport-ს ჩართულობით განხორციელდა, სადაც ქართველი საფეხბურთო აგენტი, გეგი კიკაბიძე მუშაობს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები