გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

გიორგი მიქაუტაძე – ბოლომდე დავიხარჯე, მეტიც შეგვეძლო

გააზიარეთ

16 სექტემბერს, საქართველოს ნაკრების ფორვარდს გიორგი მიქაუტაძეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დებიუტი ჰქონდა. ქართველი შემტევი ვილიარეალის მაისურით ტოტენჰემს ლონდონში დაუპირისპირდა და ესპანურმა გუნდმა 0:1 მარცხი იწვნია.

გიორგი მიქაუტაძემ ტოტენჰემის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედების გარეშე და საერთოდან ვილიარეალმა მეტოქის კარის ჩარჩოში ბურთი ზუსტად ერთხელაც ვერ დაუმიზნა.

მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„რთული მატჩი გვქონდა. მეტოქის სიძლიერიდან გამომდინარე ველოდით, რომ მარტივი თამაში არ გვექნებოდა. სამწუხაროდ გოლის გატანის შანსი არ მქონია, თუმცა მოედანზე ბოლომდე დავიხარჯე და ბევრსაც ვეცადე.

ბუნებრივია მარცხით მთელი გუნდი იმედგაცრუებულია. მატჩის მიწურულს კარგი შანსი მოგვეცა, რაც ტოტენჰემის დარ გუნდთან და თანაც მათ მოედანზე ცოტას არ ნიშნავს. ვფიქრობ ამ მატჩისგან მეტის მიღებაც შეიძლებოდა.

ისე კი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშით ამაყი და ბედნიერი ვარ. ეს ტურნირი მსოფლიოში საუკეთესოა. უკეთესი იქნებოდა თუ არ წავაგებდით, მაგრამ ეს ფეხბურთია. უნდა გავაგრძელოთ შრომა და ბრძოლა, რათა მომდევნო მატჩებში ჩვენ მიზანს მივაღწიოთ და გულშემატკივარი გავახაროთ“.

ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს ვილიარეალი 1 ოქტომბერს იუვენტუსის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ლა ლიგაში 20 სექტემბერს შინაურ არენაზე ოსასუნას დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი