
იბერია 1999-ის კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ ლარნესთან დასრულებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. მან იმ ადამიანებზეც გააკეთა კომენტარი, ვინც პირველი მატჩის შემდეგ იბერიას თამაშის ხარისხს უწუნებდა და აკრიტიკებდა. ასეთ ხალხს ჯინჯოლავამ ჩასაფრებულები უწოდა
გიორგი ჯინჯოლავამ ემოციურად ისაუბრა იმაზე, რომ. 11 წლის ასაკიდან ამ გუნდშია და აღნიშნა, რომ ამაყია იმით, რომ იბერიასთან ერთად ისტორია დაწერა.
,,წინაზე აღვნიშნე, რომ სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშის გამოცდილება არ მქონდა. ახლა ყველამ დაინახა, რომ გულშემატკივრების სტადიონზე მოსვლამ შედეგი გამოიღო და ჩვენ ერთად შევძელით წარმატების მიღწევა.ქომაგებზე ბევრი რამეა დამოკიდებული. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც სტადიონზე მოვიდა და გვიგულშემატკივრა.
ვულოცავ ამ გამარჯვებას და ამ ისტორიის დაწერას მთლიანად საქართველოს.
როგორც იქნა ქართული გუნდი ევროპის ძირითად ტურნირზე ითამაშებს.
წინა თამაშზე, ვინც უმიზეზოდ გვაკრიტიკებდა, სად არის ახლა ის ხალხი? არ შეიძლება გუნდი იმის გამო გააკრიტიკა, რომ თამაში ვერ მოიგო, როდესაც იცი თუ რა პირობებში მოუხდა მატჩის ჩატარება. არაა კარგი გუნდი აკრიტიკო სტუმრად ნათამაშები ფრის გამო, როდესაც ამ გუნდს ერთ კვირაში მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს გასამართი.
პირადად ეს ჩემზე არ მოქმედებს, მაგრამ ასეთმა მიდგომამ შეიძლება დააზიანოს საქმე. ამას ზოგიერთი ადამიანი ვერ იაზრებს. ისინი ჩასაფრებულები არიან. ნამდვილი ქომაგები ქართული ფეხბურთისა ის ადამიანები არიან, რომლებიც დღეს სტადიონზე მოვიდნენ და კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი მათ. ლარნესთან პირველ თამაშში ნაჩვენები ცუდი ხარისხის მატჩი გარკვეული მიზეზებით იყო გამოწვეული.
შეუძლებელია სლოვანთან ითამაშო კარგად და ლარნესთან ასეთი ცუდი შეხვედრა აჩვენო.
ჩემი აზრით, დღეს ნორმალურად ვითამაშეთ და ეს შედეგი დავიმსახურეთ.
ეს ისეთი თამაში იყო, რომ ყველას გააზრებული გვქონდა ამ მატჩის მნიშვნელობა, ამიტომ გასახდელში გუნდთან, როგორც კაპიტანს ბევრი არ მისაუბრია. ასე რომ ბევრი საუბრის გარეშე გამოვედით მინდორზე და ჩვენი ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა ვაჩვენეთ. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვინც დღეს ითამაშა ან არ ითამაშა. გუნდი მარტო თერთმეტი მოთამაშე არ არის, გუნდია ის ყველა ფეხბურთელი, ვინც ჩვენი კლუბის ღირსებას იცავს.
11 წლიდან ამ გუნდში ვთამაშობ და იბერიას ეს წარმატება ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ორმაგად სასიხარულოა და საამაყოა, რომ იმ გუნდში, სადაც კარიერა დავიწყე, ასეთი ლამაზი ისტორია დაწერა. მეამაყება რომ ამ კლუბის წევრი ვარ და ჩემი წვლილიც შევიტანე, მის წარმატებაში.
იბერიას გასვლა დიდ ტურნირზე ქართული კლუბებისთვის დადებითად უნდა აისახოს. ჩემი აზრით, მათ მიეცემათ მოტივაცია, რადგან დაინახეს, რომ ჩვენ ეს შევძელით და შეუძლიათ მათაც შეძლონ. ჩვენ ნავსი გავტეხეთ და ამის შემდეგ სხვა ქართული გუნდებიც იბრძოლებენ ევროპის ტურნირებზე მთავარ ეტაპზე გასასვლელად ” – აცხადებს გიორგი ჯინჯოლავა.
ავტორი: კახა მიხანაშვილი.
იხილე მეტი
-
ევროტურნირები
/ 9 წუთი agoგიორგი ჯინჯოლავა: ,,მეამაყება რომ ამ გუნდის წევრი ვარ”
გააზიარეთიბერია 1999-ის კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ ლარნესთან დასრულებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს...
ავტორი Giorgig -
ევროტურნირები
/ 2 საათის ago22 წლის შემდეგ – იბერია ჯგუფში გაბრწყინდა
გააზიარეთიბერია 1999 ევროპის რომელიმე ტურნირის ძირითად ტურნირზე ითამაშებს. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში...
ავტორი Giorgig -
ევროტურნირები
/ 6 საათის agoლარნეს წინააღმდეგ იბერია დაირაზმა
გააზიარეთუეფას ევროპა ლიგის მატჩისთვის იბერია 1999-ის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს...
ავტორი Giorgig