გამოგვიწერეთ

კალათბურთი

გოგა ბითაძე მოქმედ MVP-სთან – ამერიკული პრესის რჩევა დენვერს

გააზიარეთ

გოგა ბითაძეს წელს NBA-ში კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო წელი ჰქონდა – ტრავმიანობის პერიოდში ქართველმა ცენტრმა ორლანდოს მაისურით არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა შემოგვთავაზა.

Sports Ilustrated წერს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მოქმედი MVP-ს, ნიკოლა იოკიჩის დენვერ ნაგეტსი ქართველი ცენტრით უნდა დაინტერესდეს – გამოცემის აზრით, დენვერის სათადარიგო სკამს გაძლიერება სჭირდება, ეს კი განსაკუთრებით სერბი სუპერვარსკვლავის შემცვლელს ეხება.

იმავე აზრზეა Bleacher Report-ის ჟურნალისტი ზაკ ბაკლი, რომლის აზრითაც ბითაძე დენვერისთვის იდეალური ვარიანტია, ხოლო თუ რეგულარულ სეზონში ნიკოლა იოკიჩის დატვირთვა შემცირდება, ის პლეი-ოფს უფრო დასვენებული და ოპტიმალურ ფორმაში მყოფი შეხვდება.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დენვერის მხრიდან ცვლილებები მართლაც მოსალოდნელია, რადგან გუნდის კონფერენციის ნახევარფინალებში მარცხი დიდწილად სწორედ სიღრმის ნაკლებობამ განაპირობა, თუმცა რამდენად გამოიხატება ეს გოგა ბითაძის დამატებაში, რთული სათქმელია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი