გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელია იტალიაში საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვის

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ვირტუს ბოლონიას ერთ-ერთი ლიდერი, თორნიკე  შენგელია იტალიის სერია ა-ს რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვის იბრძვის.

 

34 წლის ქართველი ფორვარდი დინო მენეგინის სახელობის პრიზზე, რომელსაც სერია ა-ს რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშეს ყოველწლიურად გადასცემენ, ნომინანტთა სამეულში მოხვდა.

წელს, იტალიის ლიგამ საუკეთესო მოთამაშის კანდიდატები ხმის მიცემით, ორ ეტაპად, გამოავლინა.   პირველ ეტაპზე სერია ა-ს 16 კლუბის მწვრთნელები, მოთამაშეები, დირექტორები და მედიის წარმომადგენლები გამოიკითხა, რომლებმაც 5  კანდიდატი გამოავლინეს. მეორე ეტაპზე კი, გულშემატკივრებმა სამი კალათბურთელი შეარჩიეს.

პრესტიჟული ჯილდოსთვის თორნიკე შენგელიას გარდა,   ბრეშადან  მირო ბილანი და  ტრაპანიდან ჯასტინ რობინსონი იბრძვიან.

 

ვირტუს ბოლონიამ წლევანდელ სეზონში რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა და  პლეიოფის 1/4 ფინალში ვენეციას ხვდება, რომელთანაც სერიის პირველი მატჩი მოგებული აქვს.  საქართველოს ნაკრების კაპიტანი რეგულარულ სეზონში საშუალოდ  24.8 წუთს თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში  14.1 ქულას; 5.6 მოხსნას დ 2.8 პასს აგროვებდა.

შენგელია წელს იტალიელთა შემადგენლობაში ბოლო სეზონს ატარებს.  გავრცელებული ინფორმაციით ის  ბარსელონაში გააგრძელებს კარიერას.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი