გამოგვიწერეთ

კალათბურთი

გოგა და ორლანდო ჰიუსტონში დამარცხდნენ

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. გოგა ბითაძის ორლანდო ჰიუსტონში სათამაშოდ ჩავიდა და ოვერტაიმიან ჯახში 113:117 დამარცხდა.

ბითაძე სათადარიგო და მოედანზე 16 წუთში მონაგარმა 4 ქულა, 4 მოხსნა, თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება მოინაგრა. ქართველმა ცენტრმა ორი ორქულიანიდან ერთი ჩააგდო, ხოლო ოთხი საჯარიმოდან ორი გამოიყენა. ჩვენებურს ბურთი არ დაუკარგავს, ხოლო მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მეჯიქმა შვიდი ქულით ნაკლები ჩააგდო.

ორლანდოს შვიდი მოგება და შვიდი მარცხი აქვს. ეს მაჩვენებელი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრეა. „ჯადოქრები“ 19 ნოემბერს გოლდენ სტეიტს უმასპინძლებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი