გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გოლების მეკვლე გიორგი მიქაუტაძეა

გააზიარეთ

2026 წელს ქართული ლეგიონის პირველი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძეა… ვილიარეალის თავდამსხმელმა წლის პირველსავე თამაშში შეძლო ელჩესთვის გოლი გაეტანა და გუნდს 3:1 მოაგებინა.

მიქაუტაძეს შეეძლო პირველი საგოლე პასის ავტორიც ყოფილიყომაგრამ ეს მისია გიორგი ჩაკვეტაძემ ახალი წლის პირველი დღესვე საკუთარ თავზე აიღო. მიქაუტაძის პასით გახსნა ანგარიში ალბერტო მოლეირომ; მერე ჟორჟმა თავადაც შეაგდო და ეს ყველაფერი საწყის 13 წუთში. შესვენებამდე ელჩემ ერთი ბურთი გაქვითა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მიქაუტაძეს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ტექნიკური დარტყმა ზუსტად ვერ მოახერხა.

ქართველი 75-ე წუთზე შეცვალეს. ბოლოსკენ ვილიარეალმა მესამეც გაიტანა და თამაშიც მორჩა.

მიქაუტაძეს 12 მატჩში ოთხი გოლი და სამი საგოლე პასი აქვს. ვილიარეალს კი, 38 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ბარსელონასა (46) და რეალს (42) ჩამორჩება, რომლებსაც თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. მომდევნო მატჩს კი, 10 იანვარს, საკუთარ მოედანზე, ალავესთან გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები