გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

დავითაშვილი თურქულ გრანდს სურს

გააზიარეთ

ევროპაში სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი და სწორედ ამ პერიოდში ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერებია მოსალოდნელი. ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა ზურიკო დავითაშვილი აღმოჩნდეს, რომელიც სენტ-ეტიენის დატოვებას აქტიურად ცდილობს.

24 წლის ქართველს თურქული გრანდი ბეშიქთაში საკმაოდ სერიოზულად აკვირდება. სტამბოლელებმა მის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში დააფიქსირეს და ახლა, ოლე გუნერ სულშერის ხელმძღვანელობით, მარცხენა ფლანგის გაძლიერებისთვის დავითაშვილი ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად ითვლება.

კლუბის კანდიდატთა სიაში სამი ფეხბურთელია: დავითაშვილი (სენტ-ეტიენი), ჯეიდონ სანჩო (მანჩესტერ იუნაიტედი) და არმან ლორიენტე (სასუოლო). სანჩოს იტალიურ რომაში გადასვლა საბოლოოდ ჩაიშალა, რის შემდეგაც მისი ბეშიქთაშში ტრანსფერის შესაძლებლობა კვლავ დღის წესრიგში დაბრუნდა.

თურქული კლუბი უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ შეავსებს მარცხენა ფლანგს. თუ არჩევანი ქართველზე გაკეთდა, მისი ტრანსფერი შესაძლოა სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს.

ამ დროისთვის დავითაშვილი მოლოდინის რეჟიმშია, თუმცა მასზე არა მხოლოდ ბეშიქთაში, არამედ სხვა ევროპული და თურქული კლუბებიც სერიოზულ ინტერესს ინარჩუნებენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი