გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ცნობილია – სად გააგრძელებს კარიერას ლაშა დვალი

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველ ლაშა დვალს კვიპროსულ აპოელთან არსებული ხელშეკრულება ამ ზაფხულს ამოეწურა და კუნძულელები დატოვა, მის შემდგომ კი რამდენიმე კვირით უკლუბოდ იყო.

ბულგარული მედია იტყობინება, რომ 30 წლის მცველის მომავალი გადაწყდა – ის კარიერას სოფიას ცსკა-ში გააგრძელებს.

მართალია, დედაქალაქურ გუნდს ჯერ დვალის გაფორმება არ გაუოფიციალურებია, თუმცა ცსკა-ს მფლობელმა, ცვეტომირ ნაიდენოვმა სოციალურ ქსელში დვალის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც წარწერით “ქართველი ოსტატი” დაასათაურა.

დვალის სახელი რამდენიმე სხვა კლუბსაც დაუკავშირეს, საუბარი იყო ბერძნულ და ესპანურ ვარიანტებზე, თუმცა პრაქტიკულად გადაწყდა, რომ ლაშას მომდევნო კლუბი ბულგარული ცსკა იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები