გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

დავით დოლიძე: “2027 წელი გონიოსთვის ევროტურნირების წელი იქნება”

გააზიარეთ

საქართველოს მეორე ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ გონიოს პრეზიდენტი, დავით დოლიძე სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ამბიციური გზავნილით მიმართავს:

„2027 წელი გონიოსთვის იქნება ევროტურნირების წელი.“

კლუბი მართლაც უნიკალური გზით მოიწევს წინ – გონიო ზედიზედ მესამე სეზონია რაც ერთი ლიგით მაღლა გადადის: რეგიონულიდან მეოთხე ლიგაში, მეოთხედან მესამეში, ხოლო მიმდინარე სეზონში მესამე ლიგიდან უკვე მეორე ლიგაში ასპარეზობს. ეს პროგრესი კლუბის მიზანმიმართულობას ადასტურებს.

ამ ეტაპზე გონიო მეორე ლიგის ათგუნდიან ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე იმყოფება, თუმცა როგორც ჩანს, გუნდს უფრო მაღალი მიზნები აქვს. კლუბმა რამდენიმე ძლიერი ტრანსფერი განახორციელა და თან ახალი მთავარი მწვრთნელიც დანიშნა – ეს ყველაფერი კი მიანიშნებს, რომ გონიომ შესაძლოა სატურნირო ცხრილში წინ წასვლა შეძლოს.

გონიომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზეც შეინარჩუნა ბრძოლა – 20 ივლისს გუნდი მე-16 ფინალში წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ თასის მოგების შემთხვევაში, კლუბს ევროტურნირებზე გასვლის შანსი ეძლევა, რისი მაგალითიც გასულ სეზონში სპაერის წარმატებაა.

გონიო ერთი მხრივ, აგრძელებს თამაშს მეორე ლიგაში, ხოლო მეორე მხრივ, აქტიურად გეგმავს მომავალს და როგორც ჩანს, პრეზიდენტის განცხადებით – ევროპული არენა კლუბის სამიზნე უკვე ახლო პერსპექტივაა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი