გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გაუტანას თუ არა კვარაცხელია რეალს? – რას პროგნოზირებს სუპერკომპიუტერი

გააზიარეთ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დაპირისპირებას გვპირდება – პარიზული გრანდი, პარი სენ-ჟერმენი, მადრიდის რეალს შეხვდება.

შეხვედრა 9 ივლისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება და მატჩის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობაა, რომელიც თავის ბავშვობის ფავორიტ კლუბს პირველად დაუპირისპირდება უკვე პსჟ-ს მაისურით.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩზე სუპერკომპიუტერმა უკვე გააკეთა წინასწარი ანალიზი და გამოთვალა გამარჯვების შანსები. მოდელის გათვლებით, ფინალში გასვლის 60%-იანი ალბათობა პსჟ-ს ეკუთვნის, ხოლო რეალს – 40%.

გარდა საერთო პროგნოზისა, სისტემა კვარაცხელიას ინდივიდუალურ სტატისტიკაზეც აკეთებს გათვლას. მის ვარაუდით, ხვიჩა ამ თამაშში გოლის გატანას შეძლებს და პარიზელთა გამარჯვებაში სერიოზულ წვლილს შეიტანს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები