გამოგვიწერეთ

MMA

დარტყმა ან წაქცევა

გააზიარეთ

ეჭვგარეშეა, რომ ბრძოლა წესების გარეშეს და არა მხოლოდ, ზოგადად ქართული სპორტის ქომაგები დიდი ინტერესით ელიან მოახლოებულ ორთაბრძოლას მსუბუქ (70კგ) წონაში ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის.

აღნიშნულ ჯახთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა:

„ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ პირველი ვინ დაასწრებს და შეასრულებს წინასწარ გათვლილ ვარიანტებს. თუ ბრაზილიელი ქართველს წააქცევს ბრძოლასაც დაასრულებს, ხოლო თუ ილია დარტყმას გაატარებს ჩარლზი ჩაიძინებს.

ოლივეირას აქვს შანსი, მე ვიტყოდი კარგი შანსიც. მას ყოველთვის ეხერხებოდა ჩხუბი დამრტყმელებთან. ორივეს ძლიერი დარყმა და კარგი დგომი აქვთ. ვფიქრობ, რომ შანსები თანაბარია“ – ამბობს ისლამ მახაჩევი.

შეგახსენებთ, საჩემპიონო ბრძოლა ქართველ და ბრაზილიელ სპორტსმენებს შორის 29 ივნისს ლას-ვეგასში გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად MMA