გამოგვიწერეთ

სხვა...

ახალი ერა და პირველი ქალი

გააზიარეთ

12 წლიანი ეპოპეა დასრულებულია. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ახალი მესაჭე ჰყავს. თომას ბახი, რომელიც სოკ-ს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა პენსიაზე გავიდა და უფლებამოსილება კირსტი ქოვენთრის გადაულოცა.

გერმანელი ფუნქციონერი ჯეელობაში კარგი სპორტსმენიც იყო და ფარიოკაობაში ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა. მისი პრეზიდენტობის პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი გახლდათ და 2014 წელს სულაც თბილისშიც იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსების 25 წლის იუბილეზე.

თომას ბახი რომ თანამდებობაზე დარჩენას აღარ აპირებდა ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი, როდესაც განაცხადა, რომ სოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. რაც შეეხება კირსტი ქოვენთრის, ის სოკ-ის ხელმძღვანელად 20 მარტს, IOC-ის 144-ე სესიაზე აირჩიეს, რომელიც საბერძნეთის ანტიკურ ქალაქ ოლიმპიაში გაიმართა, ხოლო უფლებამოსილების ოფიციალურად შესრულებას 23 ივნისიდან შეუდგა.

ნიშანდობლივია, რომ კირსტი ქოვენთრი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რიგით მეათე და რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია პირველი ქალი პრეზიდენტია. ის წარმოშობით ზიმბაბვედან გახლავთ და მისი წინამორბედის მსგავსად ოლიმპიური ჩემპიონიც არის, ოღონდ ცურვაში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად სხვა...