გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

თელავმა და კოლხეთმა ქულები გაიყვეს

გააზიარეთ

დღეს თელავში, კავკასიონი არენაზე ერთმანეთს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლოადგილოსნები — თელავი და კოლხეთი 1913 დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა თელაველთა აქტიურობით დაიწყო — მიხეილ ბაშელეიშვილმა კოლხეთის კართან ორი სახიფათო მომენტი შექმნა. კახელებმა ამ უპირატესობის ანგარიშზე ასახვა ვერ მოახერხეს და მე-20 წუთზე გოლი თავად გაუშვეს. მეტოქის კარი კოლხეთის რიგებიდან, ულამაზესი დარტყმით ნიკოლოზ ქუთათელაძემ აიღო. ეს მისი პირველი გოლია ეროვნულ ლიგაში.

მეორე ნახევრის 63-ე წუთზე კოლხ ნიკოლას კაპანაძეს სხვაობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ებენეზერემ კარამდე არ მიუშვა. ამ მომენტის შემდეგ, თელავმა საგრძნობლად მოუმატა და თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანა. ამჯერად კახელთა უპირატესობამ შედეგი გამოიღო — 76-ე წუთზე ყიფიანის მოწოდებული კუთხურიდან გუნდის კაპიტანმა, დაჩი ცნობილაძემ თაურით გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ფეხბურთელმა აღნიშვნა ტრავმირებულ ჯადული იობაშვილს მიუძღვნა.

ანგარიშის გათანაბრებას მოყვა კოლხეთის შეტევები. ფოთელებს ორჯერ შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ ორივეჯერ ბურთი თანდილაშვილმა მოიგერია.

საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ — 1:1 დასრულდა და სატურნირო ცხრილში ვითარება არ შეცვლილა. თელავს შემდეგი შეხვედრა 17 აგვისტოს ტორპედოსთან ელის, ხოლო კოლხეთს თბილისის დინამოსთან მოუწევს დაპირისპირება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი