გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ტურის ცენტრალური მატჩი უგოლოდ დასრულდა

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე წრის მეორუ ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერი და მაღალი ამბიციების მქონდე ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდნენ. გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ – 0:0.

პირველი ტაიმი რამდენიმე მონავეთად შეიძლება დავყოთ: დასაწყისი თანაბარი იყო, შემდეგ ტორპედომ მოუმატა, ბოლოს კი მასპინძლები გააქტიურდნენ, მაგრამ გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმი იბერიელებმა უკეთ დაიწყეს და რამდენი ხიფათიც შექმნეს, მაგრამ ფილიპ კლიაიჩი და ტორპედოს დაცვა კარის მშრალად შენახვას ახერხებდა.

ტორპედომ პირველად კარში 64-ე წუთზე დაარტყა და ისიც სტანდარტული მდგომარეობიდან – მამუჩაშვილს მაკარიძემ აჯობა.

ამის შემდეგაც იბერია უფრო უტევდა, მაგრამ მოგება ტორპედოს შეეძლო: ბოლო წუთზე ნადარაიამ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს გადააცილა…

იბერია 45 ქულით ჩემპიონატის ლიდერად რჩება და ასე იქნება ამ ტურის ბოლომდეც, რადგან უახლოეს მეტოქეს ოთხი ქულით უსწრებს. ტორპედო კი, 31 ქულით მეოთხეა, თუმცა, მდევარ ბათუმის დინამოს ჯერ სათამაშო აქვს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი