გამოგვიწერეთ

კალათბურთი

დიდი დარტყმა ჩვენს მეტოქეს – ბოსნიას ლიდერი გამოაკლდა

გააზიარეთ

ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საკმაოდ რთულ ჯგუფში მოუწევს კონკურენცია, ერთ-ერთი მეტოქე, ვის დამარცხებაზეც შეიძლება იმედები დავამყაროთ, ბოსნია-ჰერცოგოვინაა.

როგორც მოგეხსენებათ, თითოეულ გუნდს შემადგენლობაში ერთი ნატურალიზირებული კალათბურთელის ყოლის უფლება აქვს. ბოსნიელებს კი სურდათ, რომ NBA-ს ცენტრისთვის, ლუკა გარზასთვის, ეს სტატუსი მოეხსნათ და ევრობასკეტზე დაემატებინათ.

ბოსნიის კალათბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობდა, რომ წარმოშობით ბოსნიელი გარზასთვის ნატურალიზირებული კალათბურთელის სტატუსი მოეხსნათ. მიუხედავად იმისა, რომ გარზას დედა ბოსნიელია, ის მაინც ნატურალიზირებულ კალათბურთელად ითვლებოდა, ფედერაციას კი ამ სტატუსის მოხსნა სურდა, თუმცა ამაოდ.

26 წლის ლუკა გარზა აქამდე მინესოტა ტიმბერვულვზის ღირსებას იცავდა, ხოლო ცოტა ხნის წინ ბოსტონ სელტიქსთან გააფორმა კონტრაქტი. მიუხედავად ამისა, ბოსნიამ ნატურალიზირებულ კალათბურთელებს შორის არჩევანი უნიკახას უკანახაზელ ქსავიერ კასტანედაზე გააკეთა, რადგან შემადგენლობაში უკანახაზელის პრობლემა უფრო აქვთ.

რაც შეეხება ცენტრს, ამ პოზიციაზე გუნდს გამოცდილი იუსუფ ნურკიჩი ჰყავს. სავარაუდოა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარზასა და კასტენადას შორის დიდი გავლენა სწორედ ამ ფაქტორმა მოახდინა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი