გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

დილა ეროვნულ ლიგას სათავეში უდგას

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის 25-ე ტურში გორის დილამ წყალტუბოში სამგურალი დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.

შეხვედრა სწრაფი გოლით დაიწყო – პირველივე წუთზე არუნა უატარამ სტუმრები წინ გაიყვანა. მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს: გიორგი ფანცულაიამ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 1:1 გახდა.

გორელებმა გამარჯვების გოლი მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე გაიტანეს. სირილ ედუძიმ საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:1 დილას სასარგებლოდ.

დიეგო ლონგოს გუნდი ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას აღნიშნავს და 53 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს. მომდევნო ტურში გორელები კოლხეთს დაუპირისპირდებიან.

სამგურალმა მეოთხე მატჩიც წააგო და 23 ქულით მეშვიდე ადგილზეა. შემდეგ შეხვედრაში წყალტუბოელები დინამო ბათუმს შეხვდებიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი