გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ყველაზე სწრაფები – ჰალანდი საუკეთესოა

გააზიარეთ

არაერთი მაღალი დონის ფორვარდი გვეგულება, კარიერა ისე რომ დაუსრულებიათ ჩემპიონთა ლიგაზე 50 გოლიან ზღვარს არ მიახლოებიან. ევროპის და ვგონებთ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გოლის გატანა ნებისმიერ ფეხბურთელს სურს და ალბათ დიდხანსაც ამახსოვრდებათ, მაგრამ არიან შემტევები, რომლებსაც უკვე სათვალავი აქვთ არეული.

ერლინგ ჰალანდი ერთ-ერთი იმ თავდამსხმელთაგანია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლებით 50-იან ნიშნულზე ავიდა. ამის გაკეთება მანჩესტერ სიტის ნორვეგიელმა ფორვარდმა 18 სექტემბერს ნაპოლისთან დაპირისპირებისას მოხდენილი თავური დარტყმით შეძლო და ქალაქელთა გამარჯვებაში გარდამტეხი როლი შეასრულა.

ალბათ იტყვით, მერე რა 50 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ბევრს გაუტანიაო და მართალიც იქნებით, თუმცა ჰალანდმა ისტორია მაინც გადაწერა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ნორვეგიელ სუპერვარსკვლავს საამისოდ მხოლოდ 49 მატჩის თამაში დასჭირდა, ეს კი ტურნირის ისტორიაში ყველაზე სწრაფი შედეგია.

ერლინგ ჰალანდამდე რეკორდი რუდ ვან ნისტერლოის ეკუთვნოდა. ნიდერლანდელმა ფორვარდმა 50 გოლი 62 მატჩში გაიტანა.

აქვე გთავაზობთ ყველაზე სწრაფების ხუთეულს:

  1. ერლინგ ჰალანდი – 49 მატჩი
  2. რუდ ვან ნისტერლოი – 62 მატჩი
  3. ლეო მესი – 66 მატჩი
  4. რობერტ ლევანდოვსკი – 77 მატჩი
  5. კილიან მბაპე – 79 მატჩი

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი