გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ლაკაზეტი: მიქაუტაძემ ძლიერი ჟესტი აჩვენა

გააზიარეთ

ვეტერანმა თავდამსხმელმა ალექსანდრ ლაკაზეტმა, რომელიც კარიერას ახლა საუდის არაბეთში აგრძელებს, გიორგი მიქაუტაძის საქციელი დადებითად შეაფასა.

ლაკაზეტის თქმით, ქართველი ფორვარდის გადაწყვეტილება — მშობლიური კლუბის დატოვება და ლიონისთვის სოლიდური თანხის მიტოვება, როცა გუნდს ფინანსური სირთულეები ჰქონდა, განსაკუთრებული მნიშვნელობის ჟესტია.

„გიორგიმ მართლაც დიდი საქმე გააკეთა. მან დათმო „ლიონში“ დარჩენა და ტრანსფერიდან შემოსული თანხის ნაწილით კლუბმა პრობლემების მოგვარება შეძლო. ეს ქმედება ძალიან მძლავრი მაგალითია. გულწრფელად მსურს, რომ „ვილიარეალში“ წარმატებებს მიაღწიოს და მომავალში ერთხელ კიდევ დავინახო „ლიონის“ მაისურით,“ – თქვა ლაკაზეტმა გამოცემა L’Equipe-თან ინტერვიუში.

ლაკაზეტი და მიქაუტაძე გასულ სეზონში ერთ გუნდში ასპარეზობდნენ. ქართველმა ფორვარდმა ლიონისფორმით 49 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მისი ტრანსფერი ვილიარეალში, ბონუსების ჩათვლით, 36 მილიონ ევროდ შეფასდა და ესპანური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები