გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

თბილისის დინამომ ბეწვის ხიდზე გაიარა

გააზიარეთ

თბილისის დინამომ კონფერენს ლიგაზე პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა. თემურ ქეცბაიას გუნდმა ლუქსემბურგის კლუბ მონდორფთან  წარმატებას ოვერტაიმში მიაღწია.

დინამოს პირველი თამაში 2:1 ჰქონდა მოგებული და, თითქოს პრობლემები არ უნდა შექმნოდა. თუმცა, იმდენი მოახერხეს, რომ მიხეილ მესხზე წააგეს და მატჩის ბედი დამატებით დროში გადაწყდა.

პირველმა ტაიმმა თბილისელთა უპირატესობით ჩაიარა. დინამომ არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა: ჯერ იყო და ტეიშეირამ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ იხეირა; შემდეგ კი მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მათე ვაწაძემ ვერ გაიტანა და ტაიმი უგოლოდ მორჩა.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა თორნიკე კვარაცხელიამ პენალტი გამოიმუშავა. 16 წლის ფეხბურთელმა ტეიშეირასთან კომბინაცია გაითამაშა, საჯარიმოში შესული კი, მონდორფის ფეხბურთელმა წააქცია. 11 მეტრიდან ალგასიმ ბა დაარტყა, მაგრამ გვიანეელის დარტყმული მეკარე ჟოაო მაჩადომ მოიგერია.

ამდენი გამოუყენებელი მომენტის გამო დინამო დაისაჯა: 87-ე წუთზე მეჰდი კირხის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით ლორიას კარში კლემენტ კუტურიემ შეაგდო.

თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა. იქ კი, მანამდე ანტიგმირმა, ალგასიმ ბამ კარგი სოლო რეიდი მოაწყო, მეტოქის საჯარიმოში შესული კი წააქციეს. პენალტი ამჯერად, ნიკა ნინუამ შეასრულა და ორი მატჩის ჯამში დინამო დააწინაურა. დარჩენილი დროში დედაქალაქელებმა გოლი აღარ გაუშვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე  საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მეტოქე კაუნასის ჟალგირისი იქნება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები