
2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მიუნხენის ბაიერნისა და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, ჰარი კეინი გახდა. პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს გადაცემის რიგით 70-ე ცერემონია ლონდონში გაიმართა.
ხვიჩა კვარაცხელია ნომინანტთა შორის მესამედ იყო და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა – მეექვსე ადგილი. ეს შედეგი ქართული ფეხბურთის ისტორიაშიც საუკეთესოა – 1981 წელს მეშვიდე ადგილზე რამაზ შენგელია გავიდა, მერვეზე – ალექსანდრე ჩივაძე, ხოლო მე-10 ადგილი დავით ყიფიანს ერგო.
კვარა ლონდონში გამართულ ცერემონიას არ დასწრებია. ტრავმირებულ ქართველ ფეხბურთელს კვირის დასაწყისში, კატარის დედაქალაქ დოჰაში, მუხლის ჯვარედინი იოგის ოპერაცია ჩაუტარდება.
დავუბრუნდეთ გამარჯვებულს: კეინი გახდა პირველი ინგლისელი ფეხბურთელი 2001 წლის შემდეგ, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო. მაშინ მაიკლ ოუენმა გაიმარჯვა; ბაიერნის 33 წლის თავდამსხმელი მეოთხე ინგლისელია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო: ზემოთ ნახსენები ოუენის გარდა, კეინამდე იყვნენ სტენლი მეტიუზი (1956), ბობი ჩარლტონი (1966) და კევინ კიგანი (1978, 1979).
მეორე ადგილზე გავიდა საფრანგეთის ნაკრებისა და რეალის ფორვარდი კილიან მბაპე, ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას გარემარბი ლამინ იამალი კი, მესამე იყო.
ჰარი კეინი:
„ჩემს წარმატებას ბევრი არ ელოდა. შესაძლოა, თავადაც არ ველოდი, რომ ასე შორს წავიდოდი. კარიერის საწყისი ეტაპის განმავლობაში ბევრი აღმასვლა და ჩავარდნა გადავიტანე. ბევრისგან განსხვავებით არასდროს ვყოფილვარ სუპერვარსკვლავის ტიპი, ამას ჩემზე ხალხი ვერასდროს იფიქრებდა. მომიწია მოთმინება და მუხლჩაუხრელად შრომა. ბევრჯერ საკუთარ თავს შევებრძოლე. დამჭირდა ჩემი თავის რწმენა და თავდადება. ვფიქრობ ამ ყველაფრის გამო ორივე ფეხით მიწაზე დავდექი და მაშინაც კი, როდესაც უმაღლეს დონეზე დავიწყე თამაში, ვცდილობდი კიდევ უკეთესი გავმხდარიყავი“.
აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ კეინმა გასულ სეზონში დიდ გუნდურ წარმატებას ვერ მიაღწია და ორ პრესტიჟულ ტურნირს – ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიო ჩემპიონატს ნახევარფინალში გამოეთიშა.
თუმცა, გასულ სეზონში 51 საკლუბო შეხვედრაში 61 გოლი გაიტანა, რითიც ერთ სეზონში შეგდებული გოლების რაოდენობით ბაიერნის რეკორდი დაამყარა. 14 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაში, სადაც ამ მხრივ მეორე იყო; თუ ინგლისის ნაკრებში ჩატარებულ შეხვედრებსაც დავამატებთ, ჯამში 81 გოლი გამოდის. მთლიანობაში, ყველა პრესტიჟულ ტურნირზე კეინმა ჩატარებულ მატჩებზე მეტი გოლი გაიტანა.
BBC-მ გამოიკვლია, ბოლო პერიოდში რამდენჯერ მოიგო ამა თუ იმ ფეხბურთელმა „ოქროს ბურთი“ დიდი გუნდური ტიტულის დაუფლების გარეშე. ასეთები იყვნენ: 2010, 2012 და 2019 წლებში ლეო მესი და 2013 წელს კრიშტიანუ რონალდუ.
შეგახსენებთ, 1956-95 წლებში „ოქროს ბურთს“ მარტო ევროპელ ფეხბურთელებს აძლევდნენ, შემდეგ კი მთელი მსოფლიოდან. 1995 წლის შემდეგ ჩატარდა მსოფლიოს შვიდი ჩემპიონატი და აქედან ოთხჯერ ჯილდო სწორედ მუნდიალის გამარჯვებულს გადაეცა.
ბოლო 20 წელიწადში „ოქროს ბურთი“ მეხუთედ გადაეცა ფეხბურთელს, რომელმაც ვერც ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა და ვერც მსოფლიოს ჩემპიონატზე.
დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში:
საუკეთესო თავდამსხმელი (კაცები)
ჰარი კეინი (ინგლისი/ბაიერნი);
საუკეთესო თავდამსხმელი (ქალები)
შარლინ კორალი (მექსიკა/პაჩუკა);
საუკეთესო კლუბი (კაცები)
პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი);
საუკეთესო კლუბი (ქალები)
ბარსელონა (ესპანეთი);
სოკრატესის ჯილდო (ფეხბურთს მიღმა საზოგადოებრივი საქმიანობისთვის)
ბუკაიო საკა (ინგლისი/არსენალი);
საუკეთესო მეკარე (კაცები)
უნაი სიმონი (ესპანეთი/ბილბაო);
საუკეთესო მეკარე (ქალები)
კატა კოლი (ესპანეთი/ბარსელონა);
საუკეთესო მწვრთნელი (კაცები)
ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრები);
საუკეთესო მწვრთნელი (ქალები)
პერე რომეუ (ესპანეთი/ბარსელონა);
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (კაცები)
ლამინ იამალი (ესპანეთი/ბარსელონა);
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (ქალები)
ვიკი ლოპესი (ესპანეთი/ბარსელონა).
იხილე მეტი
-
ევროტურნირები
/ 25 წამი agoკეინი პირველია, კვარაცხელია – მეექვსე
გააზიარეთ2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მიუნხენის ბაიერნისა და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, ჰარი კეინი გახდა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 23 საათის agoსუპერლიგას ერთი დაუმარცხებელი გუნდი შემორჩა
გააზიარეთსაქართველოს სუპერლიგის მეოთე ტურის მიილია და დაუმარცხებელი მხოლოდ ერთი გუნდი დარჩა. ერთი, რაც ნათელი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ჩოგბურთი
/ 24 საათის agoბასილაშვილი 100 საუკეთესოში შევიდა და 50-ში სურს
გააზიარეთქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგის საუკეთესო ასეულში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ბასილაშვილის წინსვლა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი