გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

იბერიამ კოპენჰაგენთან ხარისხიანად წააგო

გააზიარეთ

კოპენჰაგენი-იბერია 2:1

1:0 ელიუნუსი (19პ); 2:0 კარისო (23); 2:1 ძაგანია (30)

თბილისის იბერიამ კონფერენს ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე მატჩი ითამაშა და ისევ იმ ქულის ამარაა, რომელიც შინ მიალბიუსთან (1:1) მოიპოვა. ლევან კორღალიძის გუნდი ამჯერად კოპენჰაგენში დამარცხდა, მაგრამ თამაშის ხარისხი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე მანამდე.

იბერია სკანდინავიას ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ეწვია, მაგრამ დანაკლისის მიუხედავად, ფეხბურთი ითამაშა. შესაძლოა, ფეხბურთი ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ ხარისხი მართლაც შესამჩნევი იყო.

გოლის გატანა დასაწყისშივე შეგვეძლო, მაგრამ რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ, დანიელებმა ორჯერ მოახერხეს: ჯერ ვიკტორ დადასონი მაკარიძესთან პირისპირ დარჩა, გასცდა და წაიქცა. თავიდან მსაჯმა ისლანდიელს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მისცა, მაგრამ VAR-ზე გადახედვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც მოჰამედ ელიუნუსიმ გაიტანა; კიდევ სამ წუთში კარისომ კარის წინ სელიმოვიჩმა აჯობა და ბურთი მაკარიძის კარში გადაგზავნა.

მერე იბერიამაც შეაგდო: სორენსენმა მეკარეს ბურთი ცუდად დაუბრუნა, რომელმაც ნაჭყებიასსთან ორთაბრძოლისას არცთუ კარგად მოიგერია და ამირან ძაგანიამ ცარიელ კარში გადაგზავნა.

იბერიამ მეორე ტაიმის დასაწყისშიც გაიტანა – ტიბუემ დასწრებაზე ითამაშა და გაიტანა, მაგრამ VAR-მა გადამოწმდა და მეკარეზე თავდასხმა დაფიქსირდა. მეტი შანსი ჩვენებს აღარ ჰქონიათ…

სამი ტურის შემდეგ იბერიას ქულა დარჩა და 29-ე ადგილზეა, ხოლო ფლეი ოფში 24 გუნდი გადის. წინ კიდევ სამი ტურია. მომდევნო 26 ნოემბერს იქნება და იბერია საბა საზონოვის ხეტაფეს უმასპინძლებს.
ვნახოთ, ეს ხარისხი ერთჯერადი გამონათება იყო, თუ ასე გააგრძელებს…

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ევროტურნირები