გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ძირითადი ვალი დაფარულია – არჩილ ბერიძე

გააზიარეთ

ბათუმის დინამოს ფან-კლუბმა შავი ზღვის პირატებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კლუბს სერიოზული ფინანსური სირთულე ჰქონდა. დავალიანება 1.42 მილიონ დოლარს შეადგენდა. აღნიშნული თანხის არ გადახდის შემთხვევაში, გუნდს ერთი წლით ევროტურნირებიდან მოკვეთა ელოდა, რაც ბუნებრივად მძიმე შედეგებს გამოიწვევდა. დავალიანების არ გადახდის გამო კლუბს სატრანაფერო ბანიც ჰქონდა დადებული.

ამჟამინდელ მდგომარეობაზე კომენტარი ლელოსთან კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გააკეთა:

„დინამოს ძირითადი ვალი უკვე დაფარულია, მხოლოდ დაახლოებით 10 პროცენტი, შეიძლება უფრო ნაკლებიც, დარჩა გადასახდელი. შესაბამისად, ის აკრძალვებიც, რაც დავალიანების გამო იყო დაწესებული, მალე მოიხსნება,“ – აღნიშნა ბერიძემ lelo.ge-სთან ინტერვიუში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი