გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ხვიჩა საფონოვისა და ზაბარნის ურთიერთობას აგვარებს

გააზიარეთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პსჟ-მ ბორნმუთიდან ილია ზაბარნი შეიძინა, რომელიც გუნდმა დაცვის ხაზის გასაძლიერებლად მოიყვანა.

ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში ზაბარნისთვის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი წამოიჭრა – პსჟ-ს ღირსებას იცავს რუსი მატვეი საფონოვიც, ხოლო არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რუსისა და უკრაინელის ურთიერთობა საკმაოდ რთულია.

რუსული Sport24-ს ინფორმაციით, პსჟ-ს ხელმძღვანელობამ, ასევე ლუის ენრიკემ და გუნდის კაპიტანმა მარკინიოსმა ამ საკითხთან დაკავშირებით საფონოვთან და ზაბარნისთან ისაუბრეს. როგორც ირკვევა, ორივე მხარე მზადაა, ჰქონდეთ საქმიანი ურთიერთობა.

როგორც ირკვევა, მათი ადაპტაციის პროცესში ჩართულია ხვიჩა კვარაცხელიაც. ის ვარჯიშის დროს ეხმარება როგორც საფონოვს, ასევე ზაბარნის. კვარაცხელია ფლობს რუსულ ენას, რითიც ორივე მათგანთან კომუნიკაციაშია. წყაროს ინფორმაციით, საფონოვსა და ზაბარნის შორის არაა მეგობრობა, თუმცა არის წმინდა სამუშაო ურთიერთობა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები