გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

დონარუმას მომავალი გადაწყდა

გააზიარეთ

13 აგვისტოს უეფას სუპერთასის ეგიდით ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები, პსჟ და ლონდონის ტოტენჰემი დაუპირისპირდებიან.

დღეს პარიზულმა გუნდმა თავისი განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ჯანლუიჯი დონარუმა ვერ მოხვდა, ეს ყველაფერი კი იმით აიხსნება, რომ იტალიელი კიპერი ამ ზაფხულში გუნდს დატოვებს.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ დონარუმასა და პსჟ-ს შორის გარიგება საბოლოოდ ჩაიშალა. იტალიელი ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და ფრანგულ გრანდს ზაფხულში დატოვებს, თუმცა ის იმედგაცრუებულია, რომ სუპერთასის ფინალის განაცხადში ვერ მოხვდა.

ცნობისთვის, დონარუმას სანაცვლოდ პსჟ დაახლოებით 30 მილიონ ევროს მოითხოვს. აქამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, იტალიელის ყიდვა ლონდონის ჩელსის სურდა, ფაბრიციო რომანომ არ დაადასტურა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები