გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

რა გახდა ჰაკიმისა და პსჟ-ს შორის უთანხმოების მიზეზი

გააზიარეთ

ოქროს ბურთის დაჯილდოება ახლოვდება, ხოლო პსჟ-ს ფენომენალური სეზონიდან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ ფავორიტებს შორის არაერთ პარიზელს ამოვიკითხავთ.

ერთ-ერთი მათგანი აშრაფ ჰაკიმია, რომელმაც კიდევ უფრო მეტად ჩემპიონთა ლიგაზე ფენომენალური გამოსვლით დაგვამახსოვრა თავი. როგორც ირკვევა, სწორედ ამიტომ, თავად მაროკოელი თავს ჯილდოს მოგების მთავარ ფავორიტად განიხილავს:

“ისტორიული სეზონი მქონდა. ბევრი ფეხბურთელი არ არსებობს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში გაიტანა გოლი, ხოლო როცა მცველი ხარ, ეს კიდევ უფრო რთულია”, – განუცხადა ჰაკიმიმ ფრანგულ მედიას.

თავის მხრივ, პსჟ-ში ეს ჯილდო უსმან დემბელესთვის სურთ. ფრანგული L’equipe  იტყობინება, რომ პარიზულ გუნდში მხარს თავიანთ თანამემამულეს უჭერენ.

ყველაფერი 22 სექტემბერს გადაწყდება, როცა ოქროს ბურთის ახალი გამარჯვებულის ვინაობა ყველასთვის ცნობილი გახდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ევროტურნირები