გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

დრამატულ ბრძოლაში – ტორპედო კონფერენს ლიგის შემდგომ ეტაპზეა

გააზიარეთ

ქუთაისის ტორპედო კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდშია!

იმერლებმა სახლში ორდობასი 4-3 დაამარცხეს, დღეს კი გასვლაზე მათ უპირატესობის შენარჩუნება შეძლეს და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვეს.

ანგარიში ტორპედომ მატჩის პირველივე წუთებზე გახსნა და გარკვეულ ინიციატივასაც ფლობდა, თუმცა სურათი მას შემდეგ შეიცვალა, რაც საბა კვერკველიას მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი მისცა და მოედნიდან გააძევა.

მიუხედავად იმისა, რომ ტორპედო კაცნაკლული იყო, ქუთაისელებმა უპირატესობის შენარჩუნება თითქმის ბოლო წუთამდე შეძლეს. ოთო გოშაძის კარის აღება ყაზახებმა მხოლოდ 96-ე წუთზე შეძლეს, როცა საჯარიმოში არეულობით ზუმაბეკმა ისარგებლა.

კონფერენს ლიგის შემდგომ ეტაპზე ტორპედოს მეტოქე კვიპროსული ომონია იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი