გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

გამარჯვება მინიმალური სხვაობით – დილამ რასინგი დაამარცხა

გააზიარეთ

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი ქუთაისის ტორპედოსთან ერთად გორის დილამაც გადალახა.

გორელების მეტოქე ლუქსემბურგული რასინგი იყო, რომელსაც წინა თამაშში მინიმალური სხვაობით, 1-2 სძლია და გორში გამარჯვებული დაბრუნდა.

დილამ რასინგი დღესაც ერთი ბურთის სხვაობით, 1-0 დაამარცხა. რასინგს მატჩის 34-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშის გამო მეკარე გაუგდეს, თუმცა ქართულმა გუნდმა კაცნაკლულ მეტოქეს პირველი და უკანასკნელი გოლი მხოლოდ მატჩის მიწურულს გაუტანა.

გორელების მხრიდან თავი 91-ე წუთზე იბრაჰიმა დრამემ გაიტანა, რითიც ორმატჩიან დუელს წერტილი დაუსვა – ქართველებმა ლუქსემბურგული გუნდი 3-1 დაამარცხეს.

შემდგომ ეტაპზე დილას მეტოქე რიგა იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი