
სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე თამაშში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
შეხვედრა ფრანგების ინიციატივით დაიწყო. მათ აშკარად სცადეს სწრაფად მოეპოვებინათ ტერიტორიული უპირატესობა და თამაშის ტემპი დაეჭირათ.
პირველი სახიფათო ეპიზოდი მე-12 წუთზე შეიქმნა. ფელიქს ლემარეშალის დარტყმას ლუკა ხარატიშვილი გაუმკლავდა. ორ წუთში, ლაშა ოდიშარიამ სცადა მახვილი კუთხიდან გოლის გატანა, თუმცა მისი დარტყმა და მომდევნო მცდელობები კვერნაძისა და გაგნიძის მხრიდან ფრანგმა მცველებმა დაბლოკეს. 22-ე წუთზე მატეს ტელი პირველად გახდა რეალური საფრთხე, მაგრამ მისი დარტყმულიც ხარატიშვილმა მოიგერია.
მოგვიანებით, ირაკლი აზაროვის დაცვიდან აქტიური ჩართვა და ლაშა ოდიშარიას ჩაწოდება გიზი მამაგეიშვილთან სახიფათო მომენტით დასრულდა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობამ გოლის შანსი გაანეიტრალა.
ქართველები მეტოქეს ბურთის ფლობაში დაუპირისპირდნენ, მაგრამ ფრანგების აგრესიულმა პრესინგმა იძულებული გაგვხადა, ცენტრალური ზონა დაგვეთმო. სწორედ ამ მონაკვეთში საფრანგეთმა მოახერხა პირველი ბურთის გატანა – 34-ე წუთზე ტელმა პენალტით ანგარიში გახსნა, რაც საბა საზონოვის მიერ საჯარიმოში დაშვებული შეცდომის შედეგი იყო.
მეორე ტაიმში საფრანგეთი კვლავ აქტიურად წამოიწია, მაგრამ ხარატიშვილმა არაერთ ეპიზოდში გუნდი გადაგვარჩინა. ტელის დუბლს სულ ცოტა დააკლდა, ხოლო საქართველოს ნაკრები ანგარიშის გათანაბრებას ორჯერ მიუახლოვდა – ჯერ გიორგი აბუაშვილის შორეული დარტყმით, შემდეგ კი საბა საზონოვისა და კვერნაძის აქტიურობით.
77-ე წუთზე ჩვენი მონდომება შედეგიანად დაგვირგვინდა. სიგუას ჩაჭრისა და გორდეზიანის დროული პასის შემდეგ, აბუაშვილმა მარჯვენა კუთხეში ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. 84-ე წუთზე ირაკლი აზაროვის ჩაწოდების შემდეგ, საბა საზონოვმა თავური დარტყმით საქართველოს 2:1 დააწინაურა. ეს გოლი თითქოს წარმატების იმედს გვაძლევდა, მაგრამ ბოლოს ფრანგები მაინც გამოძვრნენ რთული სიტუაციიდან.
89-ე წუთზე იოჰან ლეპანენმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო დამატებით დროში – კონკრეტულად კი 104-ე წუთზე, ტიერნო ბარიმ გადამწყვეტი გოლი გაგვიტანა. მიუხედავად იმისა, რომ VAR-ი აქტიურად ჩაერია, გადაწყვეტილება საფრანგეთის სასარგებლოდ დარჩა.
აღსანიშნავია ლუკა ხარატიშვილის შთამბეჭდავი თამაში. ქართველმა მეკარემ არაერთი რთული ბურთი მოიგერია და გუნდს არაერთხელ უშველა.
საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრაში 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება. მოგების შემთხვევაში, ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი ექნება. ცალკე აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელებმა პოლონეთს 5:0 მოუგეს და ჯგუფს ლიდერობენ.
დაზიანების გამო უცნობია, ითამაშებს თუ არა საბა საზონოვი ამ გადამწყვეტ მატჩში. იგი საფრანგეთთან თამაშის ბოლოს ტკივილის გამო მოედნიდან დახმარებით გავიდა.
წინ უმნიშვნელოვანესი ბრძოლაა, ქართველ ახალგაზრდებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, დაწერონ ისტორია ევროპის ჩემპიონატზე!
იხილე მეტი
-
რაგბი
/ 20 საათის agoშავმა ლომმა ჩელენჯ თასი მარცხით დაიწყო
გააზიარეთშავი ლომი (საქართველო) – ოსფრიზი (უელსი) 14:39 ჩელენჯ თასის პირველ მატჩში უელსურმა ოსფრიზმა შავ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 3 დღის agoშავი ლომი ჩელენჯ თასისთვის დაირაზმა
გააზიარეთშავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა, ჩელენჯ თასის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ჩვენი გუნდი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ტანვარჯიში
/ 3 დღის agoგობაძე და სხილაძე მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ
გააზიარეთქართველმა სპორტულმა ტანმოვარჯიშემ, ანი გობაძემ, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მსოფლიო ტანვარჯიშის ფედერაციამ დაადასტურა,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი