გამოგვიწერეთ

ნაკრები

სვანაძე: “დეტალებზე საუბარი არ მინდა, მხოლოდ ამას ვიტყვი”

გააზიარეთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში ძალიან დრამატულ მატჩში საფრანგეთთან 2-3 დამარცხდა. 84-ე წუთისთვის ჯვაროსნები მეტოქეს საბა საზონოვის გოლით ამარცხებდნენ კიდეც, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფრანგებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს რამაზ სვანაძემ უპასუხა:

“დასანანი მარცხი იყო, თუმცა მატჩის დეტალებზე საუბარი არ მინდა, მხოლოდ ამას ვიტყვი – ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და იმით, რასაც ბოლო წლებია ერთად ვაკეთებთ. სამწუხაროდ, თავი იჩინეს პრობლემებმა, რომლებიც ტურნირის დაწყებამდე გვქონდა, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობამ და ტრავმებმა.

პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით, კარგი გუნდები კი ასეთებს არ გპატიობენ. სულ ორი შემთხვევა იყო, როცა ისე ამოვედით, როგორც დაგეგმილი გვქონდა და ორივეჯერ ხიფათი შევქმენით. ამ ხარვეზებზე შესვენებაზევე ვისაუბრეთ, მეორე ტაიმში სხვა გუნდი გამოვიდა, მაგრამ მაინც დავმარცხდით.

ბოლო წუთებზე რაც მოხდა, ეს ფეხბურთში ხდება ხოლმე. ძალიან ბევრი მატჩი გვაქვს გადარჩენილი ბოლო წუთებზე, ეს კი პირველი შემთხვევა იყო, როცა პირიქით მოხდა. ბოლოს ფიზიკურმა გადაღლილობამ თავი იჩინა, რასაც საბა საზონოვის ტრავმა დაემატა, ჩვენ კი ცვლილება აღარ გვქონდა

ეს მარცხი სამწუხაროა, მაგრამ ბოლო მატჩის წინ ყველაფერი ჩვენ თავზეა დამოკიდებული, ამ შეხვედრისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ და კონდიციებში შევხვდეთ”, – განაცხადა სვანაძემ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები